ამერიკაში ქართველმა ექიმმა კორონავირუსი დაამარცხა

0
Covid 19 ისაა, რის ირგვლივაც მსოფლიო გაერთიანდა. ამ ერთ სიტყვაში ათასობით ინფიცირებული მოიაზრება. თუმცა, საბედნიეროდ, პარალელურად შოკისმომგვრელ ციფრებს ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულები აკლდებიან. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტია. მან რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმ“ ინტერვიუ მისცა. 26 მარტს ლაბორატორიიდან Covid19-ზე პასუხი მოუვიდა. კვლევა ატყობინებდა, რომ ის დაინფიცირებული იყო. დღეს კი, სულ სხვა რეალობის წინაშე დადგა. ამერიკაში, ფილადელფიაში მყოფი ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას „პრაიმტაიმის“ მკითხველი უკვე იცნობს. ნინო ქავთარაძე ამბობდა, რომ ვირუსი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მან შემთხვევით გაიკეთა Covid19-ზე ტესტი და აღმოჩნდა, რომ ის დაინფიცირებული იყო. https://primetime.ge/amerikashi-qartvelma-eqimma-koronavirusi-daamartskha/
0