კორონავირუსი: რა დახმარება გაეწევა ეკონომიკურ სექტორს აჭარაში?
Batumi Daily
აჭარის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების გადასალახად, მთავრობის ძირითადი ნაბიჯები აგრარულ და ტურისტულ სექტორს უკავშირდება.
2020 წლის ბიუჯეტის თანახმად, რეგიონში საკარანტინო ზონების მოსაწყობად სასტუმროებს 7 მილიონზე მეტი ლარით დააფინანსებენ. კარანტინს მოქალაქეები ზუსტად სასტუმროებში გადიან, სახელმწიფო კი ხაზინიდან მათ ამაში ფულს უხდის. აღნიშნული ფულის გამოსაყოფად, ბიუჯეტში წელს ცვლილება უნდა შევიდეს "ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების" დასაფინანსებლად. ამ ეტაპზე რამდენიმე სასტუმროსთან ხელშეკრულებები უკვე არსებობს საკარანტინო ზონის მოსაწყობად.
დაფინანსდება აგრარული სექტორიც. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, 2 413 500 ლარით გაიზრდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. აქედან 578 000 ლარი კი ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად გამოიყო.
კორონავირუსი გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ეკონომიკას საგრძნობელ ზიანს მიაყენებს. FithRanking-მა პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მშპ-ს კონტრაქცია 3.2%-ითაა მოსალოდნელი. შედარებისთვის, 2019-ში ეკონომიკა პირიქით, გაიზარა 5.2%-ით. მთავარ მიზეზებად სახელდება ტურიზმის სექტორის დანაკარგი, შემცირებული ხელფასები და გაზრდილი უმუშევრობა, რაც საბოლოო ჯამში, ოჯახის რეალურ შემოსავალს ამცირებს.
#batumidaily #ეკონომიკა #აგროკულტურა #ტურიზმი