0
⭕5 ხერხი როგორ დავძლიოთ გაღიზიანება??? 1)დაისვენეთ! შესვენება – საუკეთესო გადაწყვეტილებაა. რას გააკეთებთ, თავად გადაწყვიტეთ – შეგიძლიათ გაისეირნოთ, მიირთვათ ჩაი, ან რამდენიმე წუთით წაუძინოთ. 2)გამაღიზიანებელი საქმიდან გადაერთეთ რაიმე სასიამოვნოზე ან თუნდაც ნეიტრალურზე. მოდუნდით, მერე კი, განახლებული ძალებით დააასრულეთ ძველი საქმეები. 3)იფიქრეთ პოზიტიურზე. თავიდან შესაძლოა ცოტა გაგიჭირდეთ, მაგრამ თუ გააცნობიერებთ, რომ პრობლემა ბევრად უფრო ადვილი გადასაჭრელია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, გაღიზიანებაც თავისით გაქრება. 4)ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. თუ ზედმეტად აგზნებული ხართ და არ გამოგდით კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება, ცოტა შეისვენეთ და დამშვიდდით, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. 5)ეცადეთ არ იკონტაქტოთ ახლობლებთან. იმ შემთხვევაში კი, თუ ურთიერთობა აუცილებელია, გულწრფელად აღიარეთ, რომ არ ხართ საუკეთესო ფორმაში და გეშინიათ რაიმე ზედმეტი ან არასასიამოვნო არ თქვათ. დიდი შანსია, რომ გაგიგებენ და დამშვიდებაშიც დაგეხმარებიან.
#ფსიქოლოგია
0