კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში 6 266 პატიმარი გაათავისუფლეს

0
საფრანგეთში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო 6 266 პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პირველი აპრილის მონაცემებით, საფრანგეთის 188 ციხეში 66 300-ზე მეტი მსჯავრდებული იმყოფებოდა, ახლა მათი რიცხვი თითქმის 10 პროცენტით შემცირდა. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებსაც სასჯელის ვადა ეწურებოდათ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“ საფრანგეთში 48 პატიმარს დაუდასტურდა.
#france
#prisoner
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
0