2016 წელს კანადამ მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით C-14, რომელმაც ლეგალური გახადა სამედიცინო დახმარებით თვითმკვლელობა განუკურნებელი ან ისეთი ადამიანებისთვის, რომელთა სიკვდილიც მოსალოდნელია. კანონპროექტი გამორიცხავდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებს.
ფოტოზე ხედავთ ადამ მეიერ-კლეიტონს, რომელიც იბრძოდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო თვითმკვლელობის უფლების მოპოვებისთვის. BBC-სთან ინტერვიუში ადამის მშობლები იხსენებენ:
‘’ბედნიერი ბავშვი იყო, ენერგიის ბურთი. ყოველ პარასკევ საღამოს ‘’ბოსტონის პიცაში’’ მიგვყავდა, სულ აქეთ-იქით სირბილი და ხალხთან ლაპარაკი უნდოდა, ძალიან კომუნიკაბელური იყო, ხელებს გადაიჯვარედინებდა ხოლმე, უცნობთან მივიდოდა და ეტყოდა, ‘’გამარჯობა, მე ადამი ვარ!’’
ადამი ებრძოდა შფოთვით აშლილობას, ხასიათის ცვალებადობას და OCD-ს(ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) ბავშვობიდან.
ადამის მამა: ‘’ფეხბურთზე შევიყვანეთ, საიდანაც გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, ისეთი რაღაცების კეთების სურვილი უჩნდებოდა, რაც თამაშში ხელს უშლიდა. მაგალითად, თითების წვალების, ამიტომ თამაშის დაწყებამდე წებოვან ქაღალდს გადაირკავდა ხოლმე, რომ ეს ვეღარ შესძლებოდა.’’
23 წლის ასაკში ადამს დაეწყო მწვავე ტკივილები, რომელთა ახსნასაც ექიმები ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ, სომატური სიმპტომის აშლილობის დიაგნოზი გამოუტანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტვინს შეუძლია სხეულისათვის მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენება.
ადამი დაავადების შესახებ თავის ‘’იუთუბ’’ არხზე საუბრობდა:
‘’ტვინი ტკივილს ჰქმნის ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რადგან ტკივილი ტვინიდან მოდის, ამიტომ ეს მენტალური დაღვევაა, მაგრამ არა ტიპური მენტალური დარღვევა, როგორიცაა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, შიზოფრენია და სხვა. დავუშვათ, ახლა თუ სრულ სიჩუმეში ვზივარ და გონება-გათიშული ვარ, ჩემი ტკივილის დონე მინიმუმი იქნება, ალბათ, ყველაზე მინიმუმი, რასაც მთელი დღის მანძილზე განვიცდი. თუ წიგნს ავიღებ და კითხვას დავიწყებ, ტკივილი ჩემს თავში იმდენად დიდი იქნება, რომ პირველ რიგში, კითხვის შეწყვეტა და შემდეგ სადმე წასვლა და ბევრჯერ ღრმად ჩასუნთქვა მომიწევს.’’
ადამის მამა: ‘’თითქოს, მთელი ჩემი ტანი შიგნიდან მჟავით იწვის’’, ამბობდა ხოლმე, ‘’ჩემი თვალების მიღმაა, ჩემს შუბლში, თავში, კისერში, მკერდში, ზურგში..გაუსაძლისი ტკივილია. თითქოს, ცოცხლად ვიწვი.’’
‘’ადამს არ სჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა. ‘’ფეისბუქზე’’ მკურნალობის ყველა ის მეთოდი და მედიკამენტი ჰქონდა ჩამოწერილი, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდა, რომელთაც შედეგი არ გამოუღიათ’’, ამბობს ადამის მეგობარი. ‘’მეგობრის დაკარგვა, რა თქმა უნდა, არავის უნდა. მაგრამ იმ ტკივილის ყურება, რასაც ის განიცდიდა, იმის თქმა, რომ ასე არ უნდა გააკეთოს, ჩემი მხრიდან ეგოისტური იქნებოდა."
ადამის მამა: ‘’იცოდა, რომ განკურნების გზა არ არსებობს, რომ თანამდროვე მეცნიერებას, თანამედროვე მედიცინას ჯერ აქამდე არ მიუღწევია. ხომ იცით, როცა ადამიანი უაღრესად ინტელექტუალია, დიდი ამბიციებით და უკვე მიღწეული წარმატებით, უკან იმავეს მიღებას ელოდება და როცა ამას ვერ იღებს, წასასვლელი სადღა აქვს? მივხვდით, რომ ყოველი საუბარი, რომელიც ადამთან გვქონდა, შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო.’’
C-14-ის დაკანონების შემდეგ ადამმა წამოიწყო კამპანია იმისათვის, რომ კანონი მისნაირი დაავადების მქონე ადამიანებზეც გავრცელებულიყო.
‘’C-14 არ მოიცავს ჩემნაირ ადამიანებს, არ მოიცავს ბევრ ძალიან, ძალიან ავადმყოფ ხალხს. კანონმდებლობა, ფაქტობრივად, აიძულებს ადამიანებს თავი მოიკლან სხვა, შეუსაბამო მეთოდით. მარტოებმა, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია.’’
ადამი თავის ვიდეოში : ‘’მესმის, რომ თვითმკვლელობა ცუდია. არ ვამბობ, რომ ცხოვრება არაფრად ვარგა, რომ ყველა ხიდებიდან უნდა გადავხტეთ. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ მკურნალობას ვემხრობი და კიდეც ვმკურნალობ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცუდ დღეში ვარ.’’
‘’არაფერი გამოდის, არაფერი გამოდის..ვიცი, რომ ვერ მოვკვდები, თვითმკვლეობაზე ვფიქრობ" და სხვა. ასე გრძელდება ისტორია, ადამიანები იკლავენ თავს, უკვე საუკუნეებია ასე ხდება. სიტუაციაზე დაფიქრდით. თუ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ იცვლება და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთია, რატომ არ მოიკლავენ თავს? ერთი კარგი მიზეზი მითხარით.’’
ბრძოლა სომატური სიმპტომის აშლილობასთან 4 წელს გაგრძელდა.
2017 წლის 13 აპრილს ადამმა თავი მოიკლა.
ადამის დედა: ‘’ჩემი შვილი შუაღამით სახლიდან გაიპარა, მას შემდეგ, რაც მამამისი დასაძინებლად დაწვა. ჩემი შვილი მოკვდა სრულიად მარტო მოტელის ოთახში. მის გვერდით არავინ იყო, არც მეგობრები, არც ოჯახი, არავინ. გრემს და მე იქ ყოფნა არ შეგვეძლო. ბრალი თვითმკვლელობაში მიხმარებაში ან წაქეზებაში დაგვედებოდა.’’
ადამის მამა: ‘’არ მგონია, რომ სხვა გამოსავალი ჰქონდა. თავისი გადაწყვეტილება იყო. არავის უნდოდა მისი სიკვდილი, არც თავად უნდოდა, მაგრამ ასე ტანჯვით ვეღარ გააგრძელებდა ცხოვრებას’’
ტრუდო ლემენსი, სამართლის პროფესორი ამბობს:
‘’არსებობს მენტალური აშლილობის რამდენიმე ფარული მახასიათებელი, რაც დიდ პრობლემას ჰქმნის. პირველ რიგში, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, ვის აქვს გამოკეთების შანსი და ვის არა. ასეთ გამონაკლის შემთხვევებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა ტრაგედია იქნებოდა, რადგან ისეთ საქმეებამდე მიგვიყვანდა, რომელთა შესახებაც ვერაფერს გავიგებთ, რადგან გარდაცვლილი ადამიანები ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ ვერ გვეტყოდნენ, რომ შეიძლება ნაადრევადაც კი მოკლეს. ‘’
ადამის წამოწყებულ კამპანიას ახლა მამამისი აგრძელებს: ‘’ადამს თვითმკვლელობის კი არა, თვითმკვლელობის აღკვეთის სწამდა’’.