ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს
Tbilisi Daily
კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა საოფისე ტექნიკა მოპარეს, როდესაც ისინი ბრიუსელიდან მოშორებით, დისტანციურად მუშაობდნენ. მძარცველები იქექებოდნენ დოკუმენტებში და ამტვრევდნენ სეიფებს, რათა ძვირადღირებული ნივთები წაეღოთ.
გერმანილი ევროპარლამენტარი ნიკო ზემსროტი, რომელსაც ორი ლეპტოპი მოპარეს, ამბობს რომ ევროპარლამენტის უსაფრთხოების საკითხების დირექტორატის რეაქციით უკმაყოფილოა. მისივე ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა საერთო ჯამში 40-დან 100-მდე ევროპარლამენტარის ოფისი გაძარცვეს.