0
— რასზე ფიქრობდა ის?? — რას ტანჯვას განიცდიდა ის?! — რას გრძნობდა ის სიკვდილის წინ?! — რატომ გააკეთა მან ეს?!.... — სიყვარულია ყველაფრის საწყისი!!! — როგორც მშობელი ეწირება შვილის კეთილდღეობას. — როგორც მშობელი გაიმეტებს თავს შვილის საკეთილდღეოდ. — როგორც მშობელი ღებულობს თავის თავზე ყოველგვარ ტკივილს. — როგორც მშობელი იტვირთავს საკუთარ თავზე მძიმე ხვედრით წილს. — როგორც მშობელი აკეთებს ამ ყველაფერს უანგაროდ და განიცდის ტანჯვის სიამოვნებას შვილის სიყვარულის სანაცვლოდ.... სწორედ ასეთი შემართებით წარსდგა ის მსაჯულთა წინაშე... — მანამდე იყო დიდი ლოცვის ღამე... — რას ითხოვდა ის?!... — ის ითხოვდა ძალას, გაეძლო ტკივილისთვის, გაეძლო ეშმაკის ცდუნებისთვის, რომელიც ეცდებოდა აერიდებინა თავიდან ტანჯვა და წამება... — მანამდე იყო უდაბნოს გამოცდა... ის უძლებდა ცდუნებებს და მისი შეგნებულად შეწირული ყოველი მსხვერპლი იყო გამობრძმედა და გამარჯვება ბოროტებაზე... — ის წარსდგა ჯალათის წინაშე სრულიად მშვიდი და აუღელვებელი — ის განიცდიდა ამ დროს დიდსულოვნებას და იყო ამაყი საკუთარი შვილების ხსნის მოსაპოვებლად... — მისი ნაბიჯი იყო სიყვარულით ნაკარნახევი... — მისი წარსდგომა იყო ნებაყოფლობითი და მიზანმიმართული... — მისი მსხვერპლი იყო უანგარო და შვილების სიყვარულით ნაკარნახევი... — ყოველი შოლტი იყო სიხარულის მომნიჭებელი... — ის განიცდიდა ნეტარებას, რადგან თითოეული მახვილი, ჭრილობა, ეკლის გვირგვინი, მწარე ნაღველი, მხრებზე დადგმული მძიმე ჯვარი, ლაფის სროლით ავლილი ძნელი აღმართი, იყო მის თავზე აღებული შვილების ტვირთი... — ის ბედნიერი იყო ამ დროს... რადგან გრძნობდა, შვილზე მოქნეულ შოლტს თავად გადაეფარა.... — მან თავისი სიყვარულით მსხვერპლი გაიღო მისი შვილების გამო და ის თავისი კეთილშობილი მზერით გადმოჰყურებდა მათ, როგორც სიყვარულისთვის ჯვარცმული... — აი რატომ არის უდაბნო საჭირო... — აი რატომ არის გამძლეობისათვის ლოცვა საჭირო... — აი რატომ უნდა იყო ძლიერი!... — აი რა მოაქვს შეგნებულ, გააზრებულ მსხვერპლზე წასვლას... — აი რას ნიშნავს გიყვარდეს ჭეშმარიტი სიყვარულით და გწამდეს, რომ შეძლო შედეგის დანახვა... — აი რა აამაღლებს ადამიანს!... — რწმენა და სიყვარული რომ არა, არასოდეს გექნება მამოძრავებელი ძალა, არასოდეს გექნება მიზანი, ვერასოდეს ვერ მიხვალ ამაღლების გზამდე... — ის გეხმარება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაფიქრდები:__ რატომ გააკეთა მან ეს ყველაფერი ჩემთვის??! საკუთარ თავზე ვალ — დებულებების აღების დროა!!!!!
0