საქართველომ დღევანდელ პანდემიასთან მიმართებაში პირველი დანაკარგი განიცადა.

0
საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნაისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით განუცხადა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად იყო რის ფონზეც სავალალო შედეგამდე მივედით. ლევან რატიანის კომენტარი მომხდართან დაკავშირებით "თქვენ იცით, რომ 31 მარტს ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილი იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ-ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში მასთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ დღეს დილით, 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“. სამწუხაროა მედიკოსების ამხელა შრომის მიუხედავად თუნდაც ერთი სიცოცხლის დაკარგვა, ეს მაზოლზე აჭერს ფეხს მარნეულ-ბოლნისის მუნიციპალიტეტს, სადაც საკარანტინო ნორმები დროზე ადრე ვერ დაწესდა.
#news
#opinion
#coronavirus
#covid19
#marneuli
#დარჩისახლში
#stayathome
0