პირველი გარდაცვლილი საქართველოში კორონავირუსით

0
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.
#კორონავირუსი
#კორონა
#კორონაწადი
#დარჩისახლში
#politics
#news
#opinion
#coronavirus
#covid19
#photo
Tbilisi
0