ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

0
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქე საავადმყოფოში კარანტინიდან გადმოყვანეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტს მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს. საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ ორი ტესტის პასუხს ელოდებიან. ქუთაისის ინფექციურ საავადყოფოში საერთო ჯამში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 4 პაციენტია მოთავსებული. საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დაიწყო.
#politics
#news
#opinion
#coronavirus
#stayathome
#covid19
#დარჩისახლში
0