ეკიპირება 2 კვირისაა დარჩენილი და 2 კვირის შემდეგ კიდევ 2 კვირისას მივიღებთ - მარინა ეზუგბაია

0
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის 2 კვირის საკმარისი სამედიცინო ეკიპირება აქვთ, თუმცა დამატებით მარაგებს მიიღებენ. „ეკიპირება 2 კვირისაა დარჩენილი და კიდევ კარგი, რომ 2 კვირის დარჩენილი გვაქვს, ამ 2 კვირაში შემდეგი 2 კვირისას მივიღებთ და ა.შ.“, - განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მოხდა ასევე ორი ექიმის გამოკვლევა, რომელთა შემთხვევაშიც კორონავირუსი არ დადასტურდა. „ჩვენს ცენტრში ორი ექიმის გამოკვლევა მოხდა, ორივესთან პასუხი ნეგატიური იყო, მათ კოვიდის ინფექცია არ დაუდასტურდათ. ეროვნული ბანკის თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია. 8 ახალი პაციენტი არის და არ ვიცი მათში ეროვნული ბანკის თანამშრომელი რამდენია, ეს ჩემ კომპეტენციებს ცდება. ჩვენთან ამ დროისთვის დადასტურებული 39 პაციენტია, დღეს ალბათ, კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება და 38 დაგვრჩება. გუშინ, დღის პირველნახევარში შემოსული პაციენტების შემდეგ, დადასტურებული შემთხვევები აღარ მიგვიღია. დღეს 11 პაციენტს ჩაუტარებენ ტესტირებას, ანუ შემოსულ ახალ პაციენტებს და ასევე, ჩვენს პაციენტებს, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგსაც ვიწყებთ. დაახლოებით, 3 პაციენტზე გვაქვს კვლევა-მონიტორინგი და ალბათ, სამივესთან დადასტურებული პასუხი უნდა მივიღოთ, ესენი უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც ჩვენთან არიან შემოსულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#მარინაეზუგბაია
#სამედიცინოეკიპირება
#tbilisidaily
0