როგორ მიიღება ანტისხეულები, რომელმაც შესაძლოა პანდემიაში გარღვევა მოახდინოს
Tbilisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, საუბრობს როგორ მიიღება ანტისხეულები, რომელმაც შესაძლოა პანდემიაში გარღვევა მოახდინოს.
სწორედ აღნიშნული მეთოდით გაუმჯობესდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„მონოკლონური ანტისხეულები ეს არის ხელოვნურად მიღებული ანტისხეულები, ის შეიძლება მიღებული იყოს თაგვიდან, ადამიანიდან, მაგალითად ტრამპს რომელიც გადაუსხეს, ერთი ტიპი ამ მონოკლონური ანტისხეულების თაგვისგან მიღებული იყო მეორე ადამიანისგან.
თაგვისგან მიღებული ანტისხეულების ადაპტირება ხდება სპეციალური ძალიან მაღალტექნოლოგიური, მათ შორის გენური ინჟინერიის მეთოდებით ადამიანზე. ანუ სხვანაირად, რომ ვთქვათ ესეც ანტისხეულებია, რომელიც პლაზმაშია, მაგრამ ეს არის ერთი ლიმფოციტის შტაბიდან მიღებული ანტისხეულები.
ამ ანტისხეულებს მაღალი კონცენტრაცია, მაღალი სპეციფიურობა და შესაბამისად მაღალი გამანეიტრალებელი ძალა ახასიათებთ. ეს არის უახლესი სიტყვა მკურნალობაში, ამაზე ახალი არ არსებობს და პოცენციურად ამაზე ეფექტური არ არსებობს.
დიდი კმაყოფილებით მინდა გითხრათ, რომ ჯერ ტრამპის გარდა არ გადასხმია სხვა პაციენტს, ჯერ მხოლოდ კლინიკური კვლევები მიდის“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას.