13 votes
4 comments
0 shares
Save
6 views
Ana Putkaradze
Gori · 1 year ago

❤️


Ana Putkaradze
Gori · 1 year ago
Similar Posts
Gori Daily
Gori · 1 week ago
ვინ დაარსა ქალაქი გორი?
დედამიწაზე უამრავი ლამაზი და საინტერესო ადგილია. ზოგიერთი მათგანი განუმეორებელია თვალწარმტაცი ბუნებით, ზოგი უნიკალური შენობებით, რომლების ააშენეს ბოლო წლების განმავლობაში. ასევე არსებობს ადგილები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სიძველით და ამით იპყრობენ ჩვენს ყურადღებას... იქ, სადაც ერთმანეთს ერთვის ორი დიდი მდინარე ლიახვი და მტკვარი... იქ სადაც საუკუნეების წინ გადიოდა აბრეშუმის გზა... ქართლის დაბლობში მდებარეობს საქართველოს უძველესი ქალაქი – გორი . პირველი ცნობები ამ ქალაქის შესახებ 6 საუკუნის წყაროებშია შემორჩენილი. აქ ყველაფერია, რაც დაგვაბრუნებს ამ ქალაქის უდიდეს წარსულში, რაც შეგვაგრძნობინებს მის დიდებას. ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს თავის ქალაქს გორის ციხე. ისტორიკოსები მიიჩნევენ , რომ დიდმა დავით აღმაშენებელმა აღმართა ის მთის ქიმზე, უძველესი ციხის ნანგრევებზე. საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ის ადგილობრივ მოსახლეობას და მაშინდელი მეფეები სისტემატიურად ახდენდნენ მის რეკონსტრუქციას. თავად ქალაქი გორი დავით აღმაშენებელმა დაარსა მე–12 საუკუნეში. goodplaces #ისტორია goridaily
Gori Daily
Gori · 1 month ago
იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა შიდა ქართლში
უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში, სადაც ორთავიანი ხბო დაიბადა. ხმო მკვდარი დაიბადა, ხოლო ძროხის გადარჩენა ვეტერინარმა მოახერხა. ძროხის მეპატრონეების განცხადებით, ძროხას აქამდე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ნამშობიარები და აქამდე ყველა ხბო ჯანმრთელი დაიბადა. შიდაქართლი goridaily
Ana Putkaradze
Gori · 1 year ago
#morning #coffee #tbt #Italy
Gori Daily
Gori · 4 weeks ago
გორის სამხედრო ჰოსპიტალი პაციენტების მიღებას წყვეტს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი უფლებამოსილია აღადგინოს სამედიცინო მომსახურება 2020 წლის 1 ივლისიდან. შეგახსენებთ, შიდა ქართლში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 7 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტში 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.#კორონავირუსი #შიდაქართლი goridaily
Gori Daily
Gori · 1 week ago
გორის რომელი დასახლების კორპუსთან შენიშნეს გველები?
გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კოსრპუსთან ადგილობრივებმა ქვეწარმავლები ნახეს. როგორც რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, გველები მრავალსართულიანი ბინის წინ მდებარე ბუჩქნართან დაინახეს. "აქ ბავშვებიც ცხოვრობენ და საშიშია უკვე მათი ეზოში გაშვება დავრეკეთ 112-ში, მაგრამ გვითხრეს, რომ დახმარება არ შეუძლიათ", - გვითხრა ნანა გაბლიშვილმა. მათ არ იციან, ვის უნდა მიმართონ უსაფრთხოების ზომების უზრუველსაყოფად.#საინტერესო #სიახლე #გორისმუნიციპალიტეტი #goridailyწყარო - radiomosaic.ge #ახალიამბები
Gori Daily
Gori · 18 hours ago
გორში ახალგაზრდა გოგომ 3 ადამიანი სიკვდილს გაადარჩინა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში ანა ელიკაშვილმა დედა და ორი შვილი მდინარეში დახრჩობას გადაარჩინა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელში სტუმრად ჩასული ქალი და ორი ბავშვი ადიდებულ არხში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა კი თავდაცვის აკადემიის სტუდენტმა ანა ელიკაშვილმა შეძლო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #გორი #goridailyწყარო - radiomosaic.ge
Gori Daily
Gori · 1 week ago
ცხინვალის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმაშფოთებელი განცხადება
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „საზღვრის პერიმეტრზე“ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთებას გამოხატავს. „შეიარაღების მარაგების ზრდა, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული მასობრივი რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მისამართით, საზღვრისპირა ტერიტორიებზე მუდმივი პროვოკაციები, უკანონო საპოლიციო პოსტების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას“, - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში. ე.წ. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, დაგმონ „საქართველოს საშიში კურსი მილიტარიზებული ზონების შექმნასთან“ დაკავშირებით. „საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზე“, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ყურადღება მიაქციონ ე.წ. საზღვრისპირა ზონებში დაძაბულობის ზრდასა და მნიშვნელოვანი ერთობლივი დებულებების საქართველოს მიერ იგნორირებას, რომლებიც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისადმი“. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.#საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები
Gori Daily
Gori · 5 days ago
რა გახდა 21 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი?
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21-წლის ბიჭი გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი პოლიციამ სუიციდამდე მიყვანის მუხლით დააკვალიფიცირა. მიმდინარეობს გამოძიება. ახალგაზრდა მამაკაცი დილით საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მშობლებმა ნახეს. ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. ,,სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვერსია ძირითადად სუიციდია. ოჯახს უკვე მივუსამძიმრეთ" - ამბობს სოფლის წარმომადგენელი, კობა ჩიტიშვილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com წყარო - shidaqartli.ge #საინტერესო #სიახლე #გორი #goridaily #ახალიამბები
Gori Daily
Gori · 1 month ago
იშვიათი კადრები 90-იანი წლების გორის
კადრებზე ასახულია 90-იანი წლების მიწურულის გორი და ტროლეიბუსების პარკის მდგომარეობა, რომელიც გადაადგილების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენდა.#გორი #ტრანსპორტი goridaily
Gori Daily
Gori · 1 week ago
გორში კაცი საკუთარმა მდგუმარმა მოკლა
გორში 44-წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, დანით ჭრილობა მდგმურმა მიაყენა. შემთხვევევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ. მდგმურიც და ოჯახის წევრები ერთ სახლში ცხოვრობდნენ. რაც შეეხება ბრალდებულს, მას პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში ეძებდა. რეიდები ქალაქის ყველა გასასვლელში მოეწყო. ჩხრეკდნენ ავტომანქანებს. ირკვევა, რომ ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა.#სიახლე #მკვლელობა #goridailyწყარო - shidaqatli.ge