კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140697 საქართველოში Covid 19-ით დაავადებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა. 79 წლის ქალბატონი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. "ამ პაციენტთან ანამნეზში იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორიული დისტრესი, შემოუყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი თერმოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უეფექტო, მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილით, 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა" - თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
0