ლესტერ სიტი ბარსელონას საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიოს შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ გავლენიანი ესპანური ინტერნეტპორტალი Sport.es იუწყება.
წყაროს ინფორმაციით ბრაზილიელის მომსახურებით ინტერესდებიან მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემიც. ამავდროულად, ლესტერის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ფიქრობს, რომ მის კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია კოუტინიოთი გაძლიერება, თუ კატალონიელებს იჯარაზე შეუთანხმდება.
როგორც იცით, კოუტინიო და ბრენდან როჯერსი ერთად მუშაობდნენ ლივერპულში.
ჯერჯერობით შეჩერებულ სეზონს კოუტინიო იჯარით ბაიერნში ატარებს. მან მიუნხენური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 32-ჯერ ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა რვა საგოლე გადაცემა.
ბრაზილიელს კატალონიური კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება. Transfermarkt კოუტინიოს ღირებულებას €70 მილიონად აფასებს.
#football
Tbilisi