HEROKiDDOS, Save Lives!- პროექტი ბავშვებისთვის

0
მოგესალმებით. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, რაც კორონავირუსის გლობალურ პანდემიას ეხება, ჩვენმა გუნდმა მიზნად დაისახა ეზრუნა ბავშვებში ცნობიერების ამაღლებაზე. მოცემულ ვითარებაში, ძალიან რთულია აუხსნა პატარებს თუ რატომ და როგორ უნდა მოიქცნენ. ამიტომ აუცილებელია დავეხმაროთ მათ გაანალიზონ არსებული ვითარება და რაც მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე. ჩვენ დავიწყეთ ანიმაციების და საბავშვო სურათების შექმნა, სადაც მათ ეტაპობრივად ავუხსნით რა არის კორონავირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პირველი ანიმაცია ? მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი ვებსაიტი: herokiddos.com თუ გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ პროექტში დაგვიკავშირდით: support-us@herokiddos.com ერთად უფრო ძლიერები ვართ!
0