ესპანეთის კორონავირუსის ცხელ წერტილად ქვევიდან პირველად ვირუსის გავრცელების ტემპის კლება შეინიშნება. Worldometr-ის მონაცემებით ასევე ბოლო 24 საათში საგანგაშო ფატალური შემთხვევების რიცხვიც შემცირებულია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
COVID-19-ის ახალი შემთხვევების პიკი ესპანეთში 26 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში ვირუსის 8 271 ფაქტი დადასტურდა. ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ ეტაპობრივად იკლო, ხოლო ბოლო 24 საათში ეპიდემიის პიკიდან პირველად ახალი დაინფიცირებების სტატისტიკაში პოზიტიური ტენდენცია გაჩნდა.
აგრეთვე იზრდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო მობაცემებით ესპანეთში ვირუსი უკვე 34 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
ამჟამად ესპანეთში COVID-19-ს 79 000-მდე პაციენტი ებრძვის.
#politics
#news
#ესპანეთი
#კორონავირუსი