0
?სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წალენჯიხის სოფელ მიქავადანაა. ? როგორც "ჯგალი ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მამაკაცი ერთ კვირაზე მეტი იმყოფებოდა მშობლიურ სოფელში და ამ დროის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა, როგორც ადგილობრივებთან, ისე წალენჯიხის სხვა რაიონების მცხოვრებლებთან. ? ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი სოფ.მიქავას გარდა, სტუმრად იმყოფებოდა ლიაში, დეიდასთან, წალენჯიხაში ჩხოროწყუსა და ზუგდიდში. ?ასევე, როგორც მიქავას მკვიდრმა გვითხრა, მამაკაცი საზღვარგარეთ არ იმყოფებოდა, თუმცა მას უცხოელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ. ✅ როგორც მიქავას მკვიდრმა "ჯგალი ნიუსს" განუცხადა, სოფელში უკვე აღრიცხეს ის ადამიანები, რომელთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი.
0