ბათუმში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ბაზარში იყო ხალხმრავლობა, ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა და სწორედ ამიტომ მიიღეს დახურვის გადაწყვეტილება.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რეკომენდაციით დავხურეთ ბათუმში არსებული ყველა აგრარული ბაზარი და მათი მიმდებარე ტერიტორია, რათა იქ არ მოხდეს მოქალაქეების შეკრება. ყოველდღიურად იყო ხალხმრავლობა, მოვუწოდებდით მოსახლეობას დისტანციისა და წესების დაცვისკენ, თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა. აქვე გეტყვით, რომ ყოველდღიურად ხდება ყველა მაღაზიის შემოწმება, ასრულებენ თუ არა ისინი დადგენილ წესებს“, - აცხადებს მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე ნოშრევან საგუნაძე.