ედგარ ალან პოს ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია საზღვაო ხომალდის დაღუპვა, რა დროსაც ოთხი ადამიანი გადარჩება ცოცხალი. ისინი დიდხანს დაცურავდნენ ოკეანეში უჭმელ-უსმელები და, საბოლოოდ, შიმშილისგან გონგადასულებმა ყველაზე ახალგაზრდა თანამგზავრი რიჩარდ პარკერი შეჭამეს…
მოთხრობის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ღია ზღვაში იპოვეს ნავი, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხომალდის კატასტროფას გადარჩენოდნენ. გამოირკვა, რომ თავდაპირველად ისინი ოთხნი ყოფილან, მაგრამ ხანგრძლივი შიმშილისგან ჭკუადაკარგულებს მეოთხე შეეჭამათ, რომელსაც სახელად რიჩარდ პარკერი ერქვა