0
1862 წლის 11 სექტემბერს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი. მის სახელს არამხოლოდ კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებები უკავშირდება, არამედ არაერთი ღირსეული და მამაცური ნაბიჯი. 1886 წელს გარდაიცვალა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, რომლის დაკრძალვაც დიდთოვლობის გამო გარკვეული პერიოდის მანძილზე გადაიდო, რაზეც ქართველი ხალხის მოთხოვნაც დიდი იყო, ეპისკოპოსის უკანასკნელ გზაზე გაცილების სურვილის გამო. ამავე პერიოდში ბათუმში გამოდიოდა უკუღმართი გაზეთი , , ჩერნომორსკი ვესტნიკი, რომლის რედაქორიც იყო პალმი, რომელმაც ამჯერადაც ვერ დამალა თავისი ბოროტება და გაზეთის მეშვეობით შეურაწყოფა მიაყენა ეპისკოპოსის ხსოვნას და ქართველ ხალხს. ამით განრისხებულ დავით კლდიაშვილს დაურეკავს რედაქციაში: , , , , ჩერნომორსკი ვესტნიკის რედაქციაა?!.. რედაქტორი პალმი ხართ?!.. რა სინდისმა მოგცათ ნება ისეთი უგვანო წერილი მოგეთავსებინათ გაზეთში, როგორიც არის დღეს გაბრიელ ეპისკოპოსის განსვენების შესახებ? თქვენ არ იშლით კლოუნობას და გირჩევნიათ დაუბრუნდეთ ჯამბაზობას, როგორც იყავით აქამდის! თქვენისთანა გათახსირებული, ყოვლად გაფუჭებულ კაცს რა ხელი აქვს რედაქტორობასთან..თქვე სინდისგარეცხილო. '' არც ამის შემდეგ შეუცხადია რედაქტორ პალმის არაფერი, მით უფრო მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ ოფიცრის გაგულისებას ნერვიც კი არ აუტოკებია მისითვის და მეორე დღეს დავით კლდიაშვილის სატელეფონო საუბრის ტექსტი გაზეთში დაბეჭდა, რათქმაუნდა დამახინჯებულად. როდესაც აღნიშნული წერილი დავით კლდიაშვილმა წაიკითხა, ადგა და რედაქტორ პალმს სეკუნდატები გაუგზავნა და დუელი შესთავაზა, რომლის გაგონებაზეც პალმა, ფიქრებით წინასწარ მოიარა ჯოჯოხეთი, მით უფრო რომ ცნობილი იყო დავით კლდიაშვილი, როგორც საუკეთესო მსროლელი. სულის გადარჩენის მიზნით რედაქტორმა მოხვეტა ყველაფერი და გაიქცა. თუმცა არაერთი მცდელობა ჰქონდა საჯაროდ ბოდიში მოხდის რათა დავითს ეპატიებია ყველაფერი.
0