ტოტი:თუ საჭირო გახდება რომაში ისევ დავბრუნდები!

0
რომას ყოფილი კაპიტანი, ფრენჩესკო ტოტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო სერია ა-ს შეჩერებული სეზონის განახლება შეუძლებელი იქნება. რომაელთა ყოფილმა ათიანმა ამის შესახებ იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდთან, ლუკა ტონისთან ერთად, ინსტაგრამის ლაივში ისაუბრა და დიდ ფეხბურთში დაბრუნების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იუწყება Football Italia. "ვფიქრობ, ჩემპიონატი არ განახლდება. დიდი გაუგებრობა იქნება, რადგან იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასაც უნდა შეუთანხმდეს. რომა ახსენე და იმ შემთხვევაში თუ დაბრუნებას მთხოვენ, ამას სიამოვნებით გავაკეთებ", - განაცხადა 43 წლის იტალიელმა. რამდენიმე დღის წინ, ფრენჩესკო ტოტიმ, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაასრულა, იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში დღესაც შეუძლია.
Tbilisi
0