4 votes
comments
shares
Save
დეკანოზი შალვა კეკელია: უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, დაველოდები პატრიარქს
88 reads
Mediamall
Tbilisi · 4 months ago

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს მისივე სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა.

„ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები საპატრიარქოსგან როგორ იქნება ლოცვა-კურთხევა, როგორ გვაკურთხებს პატრიარქი და იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი“, - განაცხადა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ფორმულანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.

შეგახსენებთ, გუშინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადება იმის შესახებ, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე იქნებოდა, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.


Mediamall
Tbilisi · 4 months ago
4
Write a comment