ტრამპი: პირბადის ტარებას არ ვაპირებ, ოვალურ ოფისში მჯდომს საკუთარ თავზე ვერ წარმომიდგენია

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკელებისათვის გაცემული მითითებების მიუხედავად თავად პირბადის ტარებას არ აპირებს. ტრამპმა თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა მიიღოს "პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, დიქტატორები, მეფეები და დედოფლები" ოვალურ ოფისში პირბადით. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებისათვის გაცემული მითითების შესრულება ნებაყოფლობითია. "აუცილებელი არაა ამის გაკეთება. არ ვფიქრობ, რომ მე ამას გავაკეთებ. ოვალურ ოფისში მჯდომს, ულამაზეს მაგიდასთან, ეს საკუთარ თავზე ვერ წამომიდგენია... შესაძლოა, აზრი შევიცვალო." 3 აპრილს ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელებს არასამედიცინო ნიღბების ტარება ურჩია. CDC აცხადებს, რომ ამ რეკომენდაციის გაცემის მიზეზი არის "უკანასკნელი კვლევები, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანს, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ასიმპტომურია და მათ, ვისაც საბოლოოდ განუვითარდებოდათ სიმპტომები, პრესიმპტომულ პირებს ვირუსის გავრცელება სიმპტომების ჩვენებამდე შეუძლიათ". აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი შესაძლოა ადამიანების ახლო კონტაქტის დროს გავრცელდეს, მაგალითად, საუბრის, ხველების, ცემინების დროს, მაშინაც კი თუ დაინფიცირებულს სიმპტომები არ აქვს. აშშ-ში ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტ, 277 607 ადამაინს დაუდასტურდა. 7 406 პირი გარდაიცვალა. 12 283 უკვე გამოჯანმრთელებულია.
#ტრანპი
Tbilisi
0