მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60, 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, შაბათს, 4 აპრილს 17:50 წუთზე covid-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 60, 874 ადამიანი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა „AFP news” (Agence France-Presse)-მაც.
იმავე წყაროს ინფორმაციით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1, 139, 000-ს გადააჭარბა.
სტატია ნათარგმნია "BBC"-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან
#კორონავირუსი
#covid
-19
#headline