იტალიელმა მამაკაცმა შეყვარებული მოკლა, რომელმაც მისი თქმით, კორონავირუსი გადასდო

0
NYpost-ის ცნობით, იტალიელმა მედმუშაკმა თავისი შეყვარებული ექიმი ქალი გაგუდა, რომელმაც მისი თქმით, ახალი კორონავირუსი გადასდო. 28 წლის ანტონიო დე პაჩემ პოლიციაში დარეკა და აღიარა, რომ თავისი შეყვარებული ლორენა კარანტა ინფექციის გამო მოკლა. პოლიცია ადგილზე მივიდა და 27 წლის ლორენას ცხედარი იპოვა, ხოლო დე პაჩემ თვითდაზიანება მიიყენა. „მოვკალი, იმიტომ რომ კორონავირუსი გადამდო“, – უთხრა თავდამსხმელმა სამართალდამცველებს. პროკურატურის განცხადებით, დე პაჩეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისევე როგორც მის გარდაცვლილ შეყვარებულს. იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი 115 ათასს გადასცდა. მსოფლიოში კოვიდ-19-ისგან დაინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს.
0