ბათუმის აგრარული ბაზარი დაიხურება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბათუმის მერიის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ამის შესახებ ბაზარზე მოვაჭრეები დღეს დილით გააფრთხილეს. მერიის განცხადებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბევრი სავაჭრო ობიექტი უკვე დაიხურა. ასევე, შეიზღუდა ტრანსპორტირება და დაწესდა კომენდანტის საათი.
გაურკვეველია, როდემდე დაიკეტა აგრარული ბაზარი. ბევრი მოვაჭრისთვის აქ ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
#აგრარულიბაზარი
#დაიხურა
#BATUMIDAILY