თუ საქართველო პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით გამოვა, ეს მინიმალური დანაკარგი იქნება
7838 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

თუ საქართველო პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით გამოვა, ეს მინიმალური დანაკარგი იქნება - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გამაცხადა.

“თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ მსხვილმასშტაბიანი, დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. თქვენ თვითონ დაითვალეთ - თუ ყოველდღე იქნა არაუმეტეს 20 შემთხვევისა, ეს ნიშნავს 1 თვის მანძილზე 600 შემთხვევას. სხვა ქვეყნებში 600 შემთხვევა ერთ დღეშია. მე ვიტოვებ იმედს, რომ რაღაც დროის მერე პიკი გადაივლის… ჩვენ რომ გამოვიდეთ პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით, ჩათვალეთ, რომ საქართველო გამოვიდა მინიმალური დანაკარგით”, - განაცხადა ცერცვაძემ “TV პირველის” ეთერში.

#კორონავირუსი #პანდემია #თენგიზცერცვაძე #ინფიცირებული #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
6
Write a comment