სუპერქარების შემმუსვრელი სედანი
Tbilisi Daily
ამერიკულმა კომპანიამ Tesla მის სამოდელო ხაზში ყველაზე მძლავრი სერიული წარმოების სედანი წარმოადგინა, რომლის დინამიკური მაჩვენებლები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერ სპორტქარს შეშურდებოდა და ტოლს მხოლოდ ჰიპერქარებს თუ დაუდებს.
ბრენდის ფლაგმანი სედანის ვერსია Plaid 1100 ცხენის ძალის სიძლავრით გამორიჩევა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. ამასთან მას 0-დან ასამდე ასაჩქარებლად 2 წამი სჭრიდება და სვლის მარაგი 840 კმ/სთ-ს შეადგენს.
Plaid ვერსიის შესახებ ინფორმაცია სპეცილაურ ღონსიძიებაზე Tesla Battery Day გახდა ცნობილი, რომელზეც კომპანიამ ახალი აკუმულატორები წარმოადგინა და ასევე გვამცნო, რომ მის გამაში ყველაზე იაფი
ავტომობილი 25 ათასი ევრო ეღირება.
როგორც კომპანიაში ამბობენ ერთადერთი რამ რაც Ludicrous-ზე გიჟურია ეს არის Plaid. აქამდე სწორედ Ludicrous ოპცია ითვლებოდა მოდელისთის ტოპ მოდიფიკაციად, რა დროსაც მას 0-დან 97კმ/სთ-მდე აჩქარება 2,8 წამში შეეძლო, ეს მონაცემი კი Plaid-თან შედარებით სათამაშოდ მოგეჩვენებათ.