ფოთის კლინიკაში კოვიდის სიმპტომებით 7 თვის ბავშვი შეიყვანეს

Tbilisi Daily

ფოთის ჰოსპიტლის ცხელების ცენტრში კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 7 თვის ბავშვი შეიყვანეს. ჩვილის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გაიგზავნება. კლინიკაში ასევე საეჭვო სიმპტომებით 40 წლის და 14 წლის პაციენტები მოათავსეს. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.