სოხუმში ამბოლატორული ცენტრი გაიხსნა
Sokhumi Daily
სოხუმში, ტურბაზის რაიონში კოვიდმიმღები ამბოლატორული ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას ე.წ "ოპერატიული შტაბის" წევრი - ალხას ჯინჯოლია ადასტურებს.
”ვთქვათ, ადამიანი გაეწერა გუდაუთის საავადმყოფოდან და მან უნდა განაგრძოს მკურნალობა თავის საცხოვრებელ ადგილზე, თუ ის ცხოვრობს ქალაქ სოხუმში, მას შეეძლება მოვიდეს ამბოლატორულ ცენტრში დანიშნულების ფურცლით და ჩვენ ვეხმარებით მას ვენასა თუ კუნთში ინექციაში და ა.შ.." - თქვა ჯინჯოლიამ.
ცენტრში ყველა მომსახურება უფასო იქნება, მაგრამ პაციენტი უნდა მოვიდეს საკუთარი მედიკამენტებით.
"ერთადერთი, რისი საშუალებაც არ გვაქვს, მედიკამენტებია. ეს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. პაციენტს თან უნდა ჰქონდეს წამლები." - დაამატა ე.წ "ოპერატიული შტაბის" წევრმა.
ცენტრში შესაძლებელი იქნება: ჟანგბადის დონის დადგენა, კარდიოგრამის გადაღება, არტერიული წნევის გაზომვა, შაქრის დონის დადგენა.
შტაბის წევრმა განმარტა, რომ ამბულატორიული ცენტრის შენობა და სამედიცინო ტექნიკა უფასოდ მიიღეს, "მზრუნველი ადამიანების დახმარებით". ჯინჯოლიას თქმით, ხარჯების კიდევ ერთ ნაწილს დე ფაქტო პარლამენტი COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხებიდან დაფარავს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა