ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო განიხილავს ჩეჩენი აქტივისტის გაუჩინარების საქმეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განსახილველად მიიღო საჩივარი Telegram-ის ოპოზიციური არხის, 1ADAT-ის მოდერატორის, სალმან ტეპსურკაევის გაუჩინარების თაობაზე. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება. უფლებადამცველებმა რუსეთისგან მოითხოვეს უზრუნველმყოფი ზომები ტეპსურკაევის ადგილსამყოფელის, ასევე მისი განთავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. თავდაპირველად ECHR-მა უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ შეცვალა თავისივე გადაწყვეტილება. ECHR-მა რუსეთს მიმართა შეკითხვები იმის შესახებ, კავშირი აქვთ თუ არა სახელისუფლებო ორგანოებს ტეპსურკაევის გაუჩინარებასთან, იყო თუ არა ის ნაწამები. ხელისუფლებამ სასამართლოს 12 დეკემბრამდე უნდა უპასუხოს. Telegram-ის ოპოზიციური არხი 1ADAT-ი აქვეყნებს ინფორმაციას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გატაცებებისა და დაკავებების შესახებ. ის ეყრდნობა წყაროებს სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლების სტრუქტურებში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30956652.html #ახალი_ამბები #twitter