"საიას" სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

Batumi Daily

,,ბათუმის საქალაქო სასამართლომ " ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. საია 31 ოქტომებრს ჩატარებული არჩევნების შემდეგ რამდენიმე შემაჯამებელი ოქმის გაბათილებასა და უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ოქმებში დისბალანსი იყო, ზოგიერთში კი, იმაზე მეტი ამომრჩეველი იყო მითითებული, ვიდრე უბანზე დარეგისტრირებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი ქობულეთის საოლქო კომისიასთან დაკავშირებით. ოპოზიცია უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ოლქის თავმჯდომარე და იურისტი კი ირწმუნებოდნენ, რომ მერაბ ცინცაბაძეს კანონით საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რასაც მოსამართლეც დაეთანხმა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი კი აცხადებს, რომ ის ოლქში პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და საჩივრის დაწერის უფლებაც ჰქონდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში