,,წითელი ჯვარი” საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გეგმავს
Tbilisi Daily
,,საქართველოს წითელი ჯვარი” სამედიცინო პერსონალისთვის, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საკოორდინაციო პლატფორმის შექმნასა და დამატებითი ფსიქოსოციალური სერვისის ამუშავებას გეგმავს.
,,წითელი ჯვარი” აღნიშნავს, რომ ამ
მიზნით მეტი პროფესიონალის მობილიზება გახდება საჭირო, ამიტომაც ორგანიზაცია ფსიქოლოგებს მოუწოდებს, ჩაერთონ აღნიშნულ სერვისებში და გახდნენ ,,წითელი ჯვრის” მოხალისეები.
მათივე ცნობით, ,,საქართველოს წითელი ჯვრის” ბაზაზე COVID 19-თან დაკავშირებით განვითარებულ სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, უკვე ერთი თვეა მუშაობს უფასო ცხელი ხაზი (0800 000 018) მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ემოციური მხარდაჭერის გასაწევად.
#წითელიჯვარი
#კორონავირუსი
#ფსიქოლოგია
#პლატფორმა
#tbilisidaily