იტალიელი ქალი სვანეთში ნათესავებს ეძებს

Zugdidi Daily

„ტატიანა ინგრაო 40 წლის იტალიელი ქალბატონია. როგორც თავად ამბობს, ქართველი წინაპრების ჰყავს მამის მხრიდან – მამის დედა და შესაბამისად, ბებიის სანათესავო, საქართველოში, კონკრეტულად კი სვანეთში ეგულება. როგორც ტატიანამ ერთ-ერთ ქართველს უამბო, ის 1980 წელს არის დაბადებული. მამამისი ანჯელი მინიოზაა (Angelo Mignosa) და სწორედ მამის დედა იყო ქართველი. მამა სიცილიელია, კომუნისტურ პარტიაში იყო გაწევრიანებული და ხშირად დადიოდა ყოფილ სსრკ-ში. თუმცა, მამასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და მამა ამ ისტორიაზე არაფერს არ უამბობს. მან ქალიშვილს საქართველოდან გამოგზავნილი საჩუქრებიც და ფოტოებიც გაუნადგურა. როგორც მას ახსოვს, 1989 წელს იყო საქართველოში მამასთან ერთად, სვანეთში. 2 წლის მერე ისევ ჩამოვიდნენ, როდესაც დიდი ბებია გარდაიცვალა და როგორც მას ახსოვს, მესტიაში იყვნენ. იქ 1 თვე დავრჩითო და მაშინ ბებიაჩემმა ფულიც დამიტოვა ანდერძითო, ამბობს. ისიც ახსოვს, რომ საქართველოში მართლმადიდებლად მოინათლა. დიდ ბებიას გალინა ერქვა, ბებიას – თამარაო. სწორედ დიდი ბებია, გალინა გარდაიცვალა 1991 წელს. ტატიანას იმედი აქვს, რომ მისი ნათესავებიდან ვინმე ნახავს ამ ინფორმაციას და მას დაუკავშირდებიან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: Mshoblebi.Ge #იტალიელი #სვანი #მშობლები #მესტია #zugdididaily