The Lancet-ში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რუსული ვაქცინა 91,6% ეფექტიანია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ კლინიკური გამოცდების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ვაქცინის ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91.6 %-ს შეადგენს. ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ეს არის მხოლოდ ლანცეტისმიერ გამოქვეყნებული კვლევა და საჭიროა ვაქცინამ წარმოების აღიარება მოიპოვოს. 'სამედიცინო ჟურნალმა ლანცეტმა გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 ათას ადამიანზე ჩატარებული, აქედან 15 ათასი იკეთებდა წამალს დანარჩენი 6 ათასი პლაცებოს. ეს არის მხოლოდ ლანცეტისკვლევა, მთავარია, რომ ამ კვლევამ წარმოების აღიარება მოიპოვოს. მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, მეეჭვება ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში რუსული ვაქცინა გაიყიდოს. საკითხის ირგვლივ საკმაოდ ბევრი კითხვებია. შედეგების ინტერპრეტაცია შეიძლება ვიღაცამ გააკეთა, მაგრამ ვინ შეასრულა კვლევა, რამდენად გულწრფელად? ამიტომ, რუსეთთან მიმართებაში იმდენად დიდი კითხვებია, მხოლოდ სტატია არ უშველით მათ, რომ ასე ვთქვათ 'მწვანე შუქი' აენთოს ამ ვაქცინას. საჭიროა ახლა მარეგულერებელი კომპანიების მიერ აღიარება' - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ანგელა მერკელის განცხადებით,რუსული ვაქცინა დასაშვები იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის მარეგულირებლების ავტორიზაციას მოიპოვებს. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერ ვაქცინას მივესალმებით, ვინც ევროპის წამლების სააგენტოს რეგისტრაციის თხოვნით მიმართავს. დღეს რუსული ვაქცინის კარგი მონაცემები ვიხილეთ. ევროკავშირში ნებისმიერ ვაქცინას მივესალმებით, თუმცა მხოლოდ ის ვაქცინები დაიშვება, რომლებიც ევროპის წამლების სააგენტოს საჭირო მონაცემებს მიაწვდიან“- აცხადებს მერკელი. მანამდე, ბავარიისა და ბრანდენბურგის მხარეების ლიდერებმაც განაცხადეს, რომ თუ რუსული და ჩინური ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცდება, ქვეყანას ისინი უნდა გამოიყენოს იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება საქართველო, ისPfizer-ისვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს. ასევე ქვეყნის მაშტაბით შეირჩა ისეთი კლინიკები, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციის განსახორციელებლად, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. მსოფლიო ბაზარზე, ვაქცინის რამდენიმე სახეობა ლიდერობს,Pfizer Inc.-ისა და Moderna Inc.-ისmRNA ვაქცინებმა 95-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა და მრავალ ქვეყანაში საგანგებო გამოყენების ავტორიზაციაც გაიარა. როგორც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტაციას, ისე მის ევროპულ ეკვივალენტს - ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვაქცინის ეფექტურობისთვის 50%-იანი ზღვარი აქვს დაწესებული.