,,ის ბაბუ მინდა, ვინც ნემსს არ მიკეთებსო"
Kutaisi Daily
„კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კლინიკის პროფესიონალთა გუნდს გამოცდილი ექიმ-პედიატრი ედიშერ ასათიანი
შემოუერთდა.
ედიშერ ასათიანს სამედიცინო სფეროში მუშაობის 48-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა როგორც პედიატრი
და ბავშვთა ინფექციონისტი. იყო ბავშვთა რეანიმაციისა და ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე, მთავარი ექიმის მოადგილე.
გამოცდილი ექიმის საქმიანობის ამოსავალი წერტილი ბავშვისადმი სიყვარული და კეთილგანწყობაა. თითოეულ პაციენტს ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილსა
და შვილიშვილს.
ედიშერ ასათიანი იმ ექიმთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთან ვიზიტის შემდეგაც ბავშვებს ექიმის შიში უქრებათ და პაციენტები ექიმის მეგობრები ხდებიან.
ის, რომ ბავშვს არ შეუძლია ექიმს ჩივილებზე ესაუბროს, პედიატრისთვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას და ხელს არ უშლის იმაში, რომ დასვას შესაბამისი დიაგნოზი და პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს.
„ის ბაბუ მინდა, ვინც ნემსს არ მიკეთებსო, -ჩივილის და ავადმყოფობის შემთხვევაში, ბავშვები ასე მიანიშნებენ მშობლებს, რომ მშობლებმა ჩემთან მოიყვანონ. ერთია, რომ მშობელი გიყვება რა და როგორ ჭირს ბავშვს, თუმცა შენ უნდა იგრძნო ბავშვისგან მისი საჭიროებები. როდესაც პაციენტი ტირის და კანკალებს, უნდა გაუქრო შიში და დაიმეგობრო. ამგვარად მოვდივარ წლებია. ექიმობა ურთულესი პროფესიაა, თუმცა გამოჯანმრთელებული პაციენტი შენი სიამაყეა, რომელიც ენერგიას გმატებს შემდგომი მუშაობისთვის.
„კლინიკა ბომონდში“ გავაგრძელებთ ტრადიციებს, მივყვებით სიახლეებს და პედიატრიული განყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდება,“- ამბობს ედიშერ ასათიანი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#მედიცინა
#სამედიცინოპერსონალი
#ქუთაისი
#kutaisidaily
წყარო - topnews.ge
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები