თეა წულუკიანი: პარლამენტში არანაირ თანამდებობას არ მოველი

Tbilisi Daily

,,ქართული ოცნების" წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არანაირ თანამდებობას არ ელის და ერთ-ერთ კომიტეტში იმუშავებს. „მოიაზრება, რომ მე პარლამენტში ვიქნები. დღეს ეს ასეა გადაწყვეტილი. არანაირ თანამდებობას ჩემთვის პარლამენტში არ მოველი. ერთ-ერთ კომიტეტში ვიმუშავებ და აქტიურად ვიქნები ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება მომავალ იუსტიცის მინისტრს, როგორც ვიცი, კონსულტაციები უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. მისივე თქმით, მომავალ იუსტიციის მინისტრს მისი მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნება. ,,მინდა რომ იუსტიციის სისტემა იყოს მდგრადი, სტაბილური და პარლამენტის მხრიდან ამ სისტემას ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა და ზრუნვა“, – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი