თამარის ლეპტოპის ბრაუზერით შესაძლოა სხვამ მოძებნა ინფორმაცია თვითმკვლელობაზე - ლობჟანიძე

Pirveliradio Ge

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ის არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი გოგოს ლეპტოპიდან სხვას მოეძიებინა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. როგორც ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი განმარტავს, ამ ყველაფრის დადგენა გარდაცვლილი პროგრამისტის მობილურიდან არის შესაძლებელი. "თუ ეს ინფორმაცია ამოღებულია თამარის ლეპტოპის ბრაუზერის ისტორიიდან, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს თამარის აკრეფილია და მის მიერ მოხდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება მოხდეს, გვჭირდება თამარის გუგლის ანგარიში ანუ მისი პაროლი. პაროლის შეცვლა შეიძლება მისი მობილურის საშუალებით. ბრაუზერის ისტორია არ ადასტურებს, რომ მე ამა და ამ წამს შევიყვანე რაღაც ტექსტი, იქნებ სხვა დროს არის შეყვანილი ან სხვამ შეიყვანა? შეიძლება სხვა კომპიუტერიდან მოხდა თამარის ბრაუზერში შეღწევა", - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".