Post

Tbilisi Daily

საქართველო მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იქნება. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ IBT Berlin, რომელიც ბერლინში იმართება, გადაწყვიტა რომ საქართველო 2022 წელს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა გახდეს. გამოფენ-ბაზრობა 180 ქვეყანასა და 1 მილიარდზე მეტ სტუმარს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი შანსია ქვეყნის ცნობადობისა ამაღლებისა და ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის, რასაც შემდეგ მონაცემებიც ადასტურებს: IBT Berlin-ში მონაწილეობას იღებს: 6 კონტინენტი, 180-ზე მეტი ქვეყანა, 1000-ზე მეტი კვალიფიციური მყიდველი, 10000-ზე მეტი მონაწილე, 113 000 გადამყიდველი. ITB Berlin-ის მონაწილეთა ტოტალური რიცხვი 160 000-მდე ადამიანს შეადგენს. #მასპინძელი #საქართველო #ibtberlin #news #events