ტურიზმი პანდემიის პირობებში - რა ვითარებაა გორში?

Gori Daily

პანდემიის პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს 10 215 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან 1 888 უცხოელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ერთი წლის განმავლობაში, დამთვალიერებელთა რიცხვმა, საერთო ჯამში 20 612 შეადგინა. "2020 წელს 3 იანვრიდან, 3 მარტამდე გორის მუნიციპალიტეტში 10 397 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის 20 ივნისიდან, კოვიდ19 მიმდინარეობის პერიოდში, 3 ოქტომბრამდე 10 215 ვიზიტორი დაფიქსირდა, მათ შორის 1 888 უცხოელია", - წერია ანგარიშში. ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტს 2020 წლის 3 იანვრიდან დღემდე, 20 612 ვიზიტორი ეწვია. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #გორი #ახალიამბები #ტურიზმი #შიდაქართლი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა