შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გახდეს საჭირო 1 თვით ან რამდენიმე კვირით-კობახიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142744 შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გახდეს საჭირო პირობითად 1 თვით ან რამდენიმე კვირით-აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი განმარტებით მთავრობამ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მკაფიო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. "ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, სრულდება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა თუ შეიძლება ამ მდგომარეობის გაგრძელება გახდეს საჭირო პირობითად 1 თვით ან რამდენიმე კვირით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული და ბუნებრივია, იქნება განსაზღვრული დინამიკა და ამ დინამიკას ჩვენ ბოლომდე ვერ ვმართავთ. არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება ან ერთი ან მეორე ფორმით გავრცელდეს",-განაცხადა კობახიძემ.