ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბათუმში მიმდინარეობს აქცია ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით.
ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს გადაკეტილი აქვთ ქუჩა აჭარის მთავრობის სახლის წინ და გამსახურდიას გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი.
აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.
ოფიციალური მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: „ქართულმა ოცნებამ“ (45,9% ) და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (34%); ორ მაჟორიტარულ, ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის ოლქებში კი ჩატარდა არჩევნების მეორე ტური.
"ქართული ოცნების" კანდიდატებთან ერთად არჩევნების მეორე ტურში გადასულმა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.
ოპოზიციამ არჩევნების ბოიკოტთან ერთად უარი თქვა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე.
ცესკოს მონაცემებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში 21-დან 7 მანდატი მოიპოვა, "ქართულმა ოცნებამ" კი ორივე ტურის შედეგად - 15 მანდატი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30974821.html
#ახალი_ამბები
#twitter