ბასილაშვილი ცოლზე გენდერული ნიშნით სისტემატიურად ძალადობდა, მას ბრალი დაუმძიმდა — PHR
On.ge
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მათი განცხადებით, დადგინდა, რომ ბასილაშვილი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, ასევე, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
https://on.ge/story/61964-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%90-phr
PHR აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
#News