ჯო ბაიდენმა პატივი მიაგო COVID-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან პატივი მიაგო COVID-19-ით გარდაცვლილი 400 000-ზე მეტი ამერიკელის ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობდნენ მომავალი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაგლას ემჰოფი. ჯო ბაიდენი ვაშინგტონში 19 იანვარს ჩავიდა დელავერის შტატიდან, რომელსაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა აშშ-ის სენატში.  დღეს, 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება ჯო ბაიდენის ინაურუგაცია. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს კაპიტოლიუმის შენობასთან. ფიცს დადებს აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც. 160 წლიან ტრადიციას დაარღვევს და ინაუგურაციას არ დაესწრება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება. 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრის და ინაუგურაციის დღეს მოსალოდნელი აქციების გამო, ვაშინგტონში მიღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. კაპიტოლიუმთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ათასობით გვარდიელი და პოლიციელი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31053283.html #ახალი_ამბები #twitter