კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ 19-ის ვირუსის შემოჭრა აღვკვეთეთ

Tbilisi Daily

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის შეჭრა სრულად აღკვეთა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფხენიანის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მმართველი „მუშათა პარტიის“ პოლიტბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კარგი ეპიდვითარების მიუხედავად, მოსახლეობა თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს და არ უნდა მოდუნდეს. დღემდე ჩრდილოეთ კორეას კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.