Post
Tbilisi Daily
ქართველი მოსწავლე-ინოვატორების წარმატება თბილისის N175 სკოლიდან.
“ყველაზე ინოვაციურ მოსწავლეთა კომპანია”, სწორედ ამ პრიზის მფლობელი გახდა ესტონეთში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის ცერემონიაზე მყოფი თბილისის N175-ე სკოლის შეგირდთა ნაკრები. ჟიურის მათ თავი საკუთარი ინოვაციური გამოგონებით, “ჭკვიანი ჩაფხუტით” მოაწონეს.
აღნიშნული ფესტივალი 5-11 თებერვალს იმართება და საქართველოს გარდა ინგლისის, ფინეთის, შვედეთის და ლატვიის სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. საქართველოდან ასევე წარმოდგენილია ბათუმის N16 საჯარო სკოლა, რომელიც გამოფენაზე ხელნაკეთი და მოქსოვილი აქსესუარებით წარდგა.
“ჭკვიანი ჩაფხუტის” კონცეფცია მეხანძრისთვის დაბრკოლებების შეტყობინებაში მდგომარეობს. ის ხანძრის დროს ყველანაირი სახის წინაღობას აღიქვამს და მეხანძრეს ამის შესახებ სრულად ინფორმირებულს ხდის.
ქართველი მოსწავლეები ესტონეთში არჩევითი საგნის - მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც უკვე საქართველოს 251 საჯარო სკოლის 6500-მდე მოსწავლე გადის.
#თბილისი
#tbilisi
#175სკოლა
#ბათუმი
#16სკოლა
#ესტონეთი
#ინგლისი
#ფინეთი
#შვედეთი
#ლატვია
#tbilisidaily
#news