კორონავირუსის 44 შემთხვევა ჩინეთში

Tbilisi Daily

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 33 შიდა გადაცემას უკავშირდება, 11 კი იმპორტირებულია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან 31 პეკინში დაფიქსირდა. ამასთან, ჩინეთში იდენტიფიცირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 უსიმპტომო შემთხვევა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პეკინის ათ რაიონში კარანტინი გამოცხადდა.