ქუთაისში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა - ერთ-ერთი არასრულწლოვანია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
13 იანვარს ქუთაისში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მოზარდს თვალ-ბუდისდაზიანება აღენიშნება. მეორე დაშავებული კი კაცია, რომელსაც ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.
ორივე დაშავებული მკურნალობის კურსს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.
31 დეკემბრის ღამეს კი პიროტექნიკით 6 ადამიანი დაშავდა. ერთი გარდაიცვალა.