ჩოგბურთელი უმძიმეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია
Tbilisi Daily
ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სპორტსმენი უმძიმეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია.
ადვოკატის განმარტებით, ჩოგბურთელი ცდილობს შვილს ახალი ტრავმები არ მიაყენოს, რის გამოც ის აღნიშნულ თემაზე არ საუბრობს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის და მისი ოჯახისთვისაც ეს არის ტრაგედია. ნიკოლოზი დასტრესილია, უმძიმეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია და ნერვიულობს იმაზე, რომ ბავშვს ამ ყველაფრით ახალი ტრავმები არ მიადგეს. ამიტომ არ ლაპარაკობს არაფერზე“, - აცხადებს ჭკადუა.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი, რა გავლენა შესაძლოა მოახდინოს მის საერთაშორისო კარიერაზე აღნიშნულმა საქმემ, ადვოკატი პასუხობს, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოსგან განსხვავებით სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ელოდებიან“.